1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენ დავდგებით შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ხმამაღალი პროტესტი დეპუტატებს"

"ჩვენ დავდგებით შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ხმამაღალი პროტესტი დეპუტატებს. ჩვენი დეპუტატები სავარაუდოდ, შიგნით იქნებიან და იქაც იქნება გამოსვლები. შესასვლელებთან დავგდებით, იმედია, დღეს აღარ გამოიყენებენ წყლის ჭავლს და რობოკოპებს, რადგან დეპუტატები შიგნით არიან,"–  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით შემდეგი სესიის დღეს, დემონსტრატებთან ერთად გაათევენ ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან.

„ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, რადგან დილის ხუთ საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და, როგორც ცხვრები, ისე შეკერეს პარლამენტში, შვიდ საათზე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი უკვე პარლამენტში იყო წარმოდგენილი. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე ხან ნაკრძალად გამოცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის ხუთ საათზე აღვიძონ დეპუტატები, არაუშავს ჩვენ არ დავიღლებით, შემდგომი სესია, რომ დაინიშნება ისევ ღამეს გავათევთ და ისევ დავდგებით აქ, ვნახოთ, მერე როგორ შევლენ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები, იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ აუცილებლად. ნამდვილად არ მივცემთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს იმ კომფორტს, რომ თავისუფლად შედიოდნენ პარლამენტში და იქ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

დღეს გასაგებია, რომ უკვე შიგნით არიან და სხდომას სავარაუდოდ ჩაატარებენ. ჩვენ დავდგებით შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ხმამაღალი პროტესტი დეპუტატებს. ჩვენი დეპუტატები სავარაუდოდ, შიგნით იქნებიან და იქაც იქნება გამოსვლები. შესასვლელებთან დავგდებით, იმედია, დღეს აღარ გამოიყენებენ წყლის ჭავლს და რობოკოპებს, რადგან დეპუტატები შიგნით არიან. მათი სიტყვებით, ბლოკირებასაც ვერც ვერავის მოვუწყობთ, თუმცა ბლოკირება არ ყოფილა არასდროს, ეს იყო პიკეტირება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები