1 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, 90-იანებში ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას“ - გომელაური

დაიშლება ქცია, თუ დაიწყებენ გზის გადაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა განუცხადა. მისი თქმით, პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი დაიწყოს.

„დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებას, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს. რა უნდა გავაკეთოთ, სახლში წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?! შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური. 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ, ნუ დააბრუნებენ მოსახლეობას. ამბობდნენ, სპეციალურად გვყინავენ, ვუთხარით, რომ შემოეტანათ გენერატორები, დენის გამათბობლები, ვუთხარით, რომ პირიქით, მოგეხმარებით. არა, უნდათ შეშები და „ბოჭკები“, უნდათ ჭიდაობა“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. „თუ გარეთ იდგებიან, სამწუხაროდ, ვერასდროს მოილაპარაკებენ“, - აღნიშნა გომელაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები