1 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აქციაზე ევროპული საქართველოს პრესსამსახურის უფროსი დააკავეს

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, მათი პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. 

დიასამიძე პოლიციამ მცხეთაში მიმდინარე აქციისას დაიჭირა, როდესაც ოპოზიციის წევრები და აქტივისტები დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ოფისისათვის ბოქლომის დადებას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მათ ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა.

შსს-ში ამბობენ, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია ნამდვილად დააკავეს თუ არა პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი. 

დღეს დილიდან თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარულ ოფისებს პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები