1 4 : 5 3
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე: საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"?

საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ"? - ასე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ  საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაკეთდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოთქვა წუხილი, თუმცა, მმართველ პარტიას კანონი არ დაურღვევია. კალაძის შეფასებით, ის, რომ მმართველმა პარტიამ თავის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო, ეს პარტიის პრობლემაა.

"საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური რამ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ"? კანონი დაარღვია? რა უნდა გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა? მათ გამოთქვეს წუხილი, როგორც ჩვენთან გუნდში, შიგნით ადამიანებმა, ვინც მხარს უჭერდა ამ პროპორციულ სისტემას. ეს ჩვენი შიდა პარტიული პრობლემაა, რომ ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ სისტემის შემოღებას თავიდანვე. თორემ ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია, არც კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი პარტიული პრობლემა. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, თუ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ვუყურებთ, შიგნით პარტიაში იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამას, ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, რაც შეიძლება ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მისაღები იყო ან არ იყო მისაღები, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს სისტემაც არის დემოკრატიული, ლეგიტიმური და ჩვეულებრივად მოგვიწევს 2020 წელს არჩევნების ჩატარება",- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები