1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბესელია:"პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური პროექტი მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს"

თალაკვაძემ, მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური პროექტი მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს - ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის შესახვედრად, რომ მასთან ერთად კონსულტაციები გაიაროს და გამოსავალი შესთავაზოს, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით.  

„არჩილ თალაკვაძეს მივმართავ, მზად ვარ, მასთან ერთად კონსულტაციები გავიარო და გამოსავალი შევთავაზო, რაც არსებობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით. ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს პოლიტიკური რეალობისა და სამართლებრივი გზის საშუალებით. ეს გზა არსებობს. გუშინ, სხდომათა დარბაზში არასწორი განმარტება გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური პროექტი მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს. ეს არის გარდაუვალი პროცესი და ამას არავითარი წინაპირობა არ აქვს. პროცესი გუშინდელი შედეგებით არ მთავრდება, გრძელდება და პროექტი მეორე მოსმენაზე გამოვა, რადგან კვორუმი იყო 101. კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს, თუ ცვლილებებმა 100-ზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ არა 113, ასეთ შემთხვევაში კანონპროექტი მიღებულია და მზადდება მეორე-მესამე მოსმენისთვის. სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, პოლიტიკური ნებაა საჭირო. ხელახლა ინიცირებას პოლიტიკური ნება სჭირდება. თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს, ეს არის გზა უბიძგოს, მთელ ოპოზიციას პროცესები იყოს ქუჩაში გადატანილი და ეს პროცესები შეიძლება უმართავი იყოს. ეს მათი პასუხისმგებლობაა, გამოსავალს ვთავაზობთ“, – განაცხადა ბესელიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები