1 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

განათლების მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილონ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შეიძლება, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები