2 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია: "შსს უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს, პირველ რიგში, დამნაშავეებს მის რიგებში"

ათასობით კეთილსინდისიერი და ღირსეული პოლიციელის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ დავაკავებთ პირველ რიგში იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას. გასაგებია?! წერტილი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რა დროს აიყვანეს შს სამინისტროში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შს სამინისტრო, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე ვთქვი, უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს, პირველ რიგში, დამნაშავეებს მის რიგებში. ამის დამადასტურებელი ფაქტია თუნდაც ეს, რომელიც პირველ რიგში შსს-ს გამოძიების შედეგად იყო დაკავებული, ისევე როგორც ის საზარელი ბოლო შემთხვევა, როდესაც 2 პოლიციელი იყო დაკავებული. კიდევ ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ათობით ათასობით კეთილსინდისერი პოლიციელის რეპუტაცია შეიბღალოს რამდენიმე დამნაშავის გამო, რომელიც უმკაცრესად და ყველანაირი კომპრომისის გარეშე იქნება დასჯილი“ . - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები