1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში - აგრარულმა კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტი ჩააგდო

პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა, სხდომა მაინც კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტი მინისტრის მოადგილისგან აგრარული მიმართულებით დაფინანსების ზრდას ითხოვდა.

კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სხვა პროგრამებთან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოსავლის ამღები ტექნიკის დაფინანსების პროგრამაა, რომლისთვისაც 5 მლნ ლარია გამოყოფილი მოთხოვნილი 35 -ის ნაცვლად. ოთარ დანელიამ მომხსენებელს მიმართა, რომ წარმოდგენილ ციფრებს ხელახლა გადახედონ, კონსულტაცია გაიარონ მთავრობაში და კომიტეტი ბიუჯეტის პროექტის განხილვას ამის შემდეგ დაუბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები