0 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საპროტესტო აქცია განახლდა - ტყიბულის მეშახტეებმა შვილები სკოლებსა და ბაღებში არ გაუშვეს

ტყიბულში საპროტესტო აქცია გრძელდება. მეშახტეები დილიდან მერიასთან იკრიბებიან. მათ სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეები. მოსახლეობის ნაწილმა ბავშვები ბაღებსა და სკოლაში არ გაუშვა. მათი თქმით, ისინი აქციას შეუერთდებიან.

"მეშახტეებს ვუდგავართ გვერდით, რადგან ვთვლით, რომ შახტამ უნდა იმუშაოს. მარტო ხელფასი არ უნდა გადაიხადონ, შახტაც უნდა ამუშავდეს, რადგან ამით არსებობს მთელი ქალაქი. ბავშვები არ გავუშვით ბაღებსა და სკოლებში და აქციაზე მოვალთ ,"- განაცხადა მაკა ტურძილაძემ.

სკოლებში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, სოლიდარობას უცხადებენ მეშახტეებს,  თუმცა ვიდრე ერთი ბავშვი იქნება სკოლაში, სწავლას ვერ შეწყვეტენ.

მეშახტეების ინფორმაციით, მათ დღეს ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის "ფეროს" თანამშრომლები შეურთდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები