1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩორჩანასთან არსებული ვითარების შესახებ ერგნეთში დღეს იმსჯელებენ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფი დღეს ერგნეთში კიდევ ერთხელ შეიკრიბება. შეხვედრაზე, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამატებითი ე.წ. საგუშაგოების გახსნას, ასევე ახალგორის მიმართულებით მოქალაქეების გადაადგილების უკანონო შეზღუდვას განიხილავენ. 

ტექნიკური სახის შეხვედრა დღის 12:00 საათზე გაიმართება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ გაიმართა. 6 სექტემბერს გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები