1 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძის დახურული შეხვედრა - რა მოხდა "ექსპო ჯორჯიაში"?

გუშინ ქართული საზოგადოების ასზე მეტი წარმომადგენელი „ექსპო-ჯორჯიას“ ერთ-ერთ პავილიონში შეიკრიბა და განიხილა იმ ახალი პოლიტიკური მოძრაობის გეგმები, რომელიც, მამუკა ხაზრაძის თქმით, სულ მალე დაიწყებს არსებობას.

დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენები, იურისტები, ეკონომისტები, მწერლები და ახალგაზრდობის ლიდერები. სავარაუდოდ, სწორედ ეს ხალხი გახდება მოძრაობის მთავარ ინტელექტუალური და პროფესიონალური ძალა. მოძრაობის სახელი დღემდე საიდუმლოდ რჩება.

დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შეხვედრა ოპტიმიზმით იყო განმსჭვალული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი და წინა ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით ხასიათდებოდა. მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო აღარ უნდა იმართებოდეს ერთი პიროვნების მიერ და ვერც ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს არსებობას ერთპიროვნული მმართველობის პირობებში. ”ჩვენ უნდა შევაჩეროთ ამ ერთი კაცის შოუ” - განუცხადა შეკრების ერთმა მონაწილემ დამსწრე საზოგადოებას.

„საქართველოს მოქალაქეები ლოდინით დაიღალნენ. მათ სურთ არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა, არამედ ახალი ტიპის მთავრობა, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკურ და შემოქმედებით პოტენციალს, გამოიყენებს მის გეო-სტრატეგიულ პოზიციას აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე და უფრო ყურადღებით მოუსმენს ხალხის სურვილებსა და იმედებს“ - აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

მამუკა ხაზარაძემ, რომელიც შეკრებას უძღვებოდა, საზოგადოებას მოძრაობის დაფუძნების გეგმები გაუმხილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები