2 1 : 2 4
 | 

პოლიტიკა

ეკა ბესელიას თქმით მცირე გამონაკლისის გარდა, უზენაესი სასამართლოს მიერ კანდიტატთა სია მიუღებელია

  „ველოდებოდი, რომ ამ სიაში იქნებოდა რამდენიმე ის გვარი და ხუთი გვარი მეორდება 10-კაციანი სიიდან. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე მძიმე გვარი, რომლებიც თავის საქმიანობით, მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილებებს უკავშირდებიან. მცირე გამონაკლისის გარდა, ეს სია არის მიუღებელი ქვეყნის მართლმსაჯულების განვითარებისთვის, სამართლიანობის იდეისთვის. პირდაპირ ეწინააღმდეგება პირველ ოქტომბერს, იმას, რაც ჩვენ ხალხს დავპირდით. ეს არის ძალიან საგანგაშო სია“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

  ეკა ბესელიას თქმით, კანდიდატებთან გასაუბრებისას ცხარე და მწვავე დისკუსია შედგება.

  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ,  პარლამენტში წარსადგენად  კენჭისყრის შედეგად შეარჩია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები