2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე, 1000 ტონიან, რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა

ჩამოტვირთვა

 სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე, 1000 ტონიან, რეზერვუარს გაუჩნდა. ამ დროისთვის  ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთიდით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70მდე მეხანძრე-მაშველი იმერეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.

გამოძიება სსკ 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები