0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

6 თვეში საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში 735 მილიონი ლარი დაიხარჯა

საქართველოს მთავრობამ ახალი რეკორდი მოხსნა. წელს საჯარო მოხელეების შენახვა ხალხს ყველაზე ძვირი დაუჯდა. კვლევას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. გრაფიკულ მონაცემებში კარგად ჩანს, რომ 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში, 507 მილიონი ლარი დაიხარჯა.

არადა შარშან, 2018 წლის პირველ ექვს თვეში მოსახლეობას ჩინოვნიკების შენახვა 40 მილიონით ნაკლები დაუჯდა.

რაც შეეხება ანაზღაურებას პრემიებისა და დანამატების ჩათვლით, რიცხვები უფრო შთამბეჭდავია. წელს მარტო ექვს თვეში, ხალხმა საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში 735 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 48 მილიონით მეტია. 

რეკორდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომლის თანამშრომლების ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში ბიუჯეტიდან წელს უკვე 228 მილიონი გაიხარჯა, ანუ შარშანდელზე 57 მილიონით მეტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები