1 4 : 1 6
 | 

პოლიტიკა

"ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად" - კეზერაშვილი

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე წერს.

"უკანსკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვენელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ. 

ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩდა თაობა რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა.

ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.

მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.

ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისკიტის უმაღლეს სტანდარტებს.

დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.

იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად,"- წერს კეზერაშვილი.  

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:37

    კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძ...

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისი თქმით...

  • 12:57

    "ჩემი სურვილია, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ერთი...

    დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ...

  • 12:56

    15 სახელმწიფო, მათ შორის აშშ, კანადა და ევროპული ქ...

    15 სახელმწიფო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ევროპული ქვეყნები აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.ამერიკის შეერთებული შტატე...

  • 11:41

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე...

    რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა.პრეზიდენტობის...

  • 15:55

    მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.აღსანიშნავია, რომ ბელარუს...

  • 15:13

    სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გული იწვის ამაზონ...

    საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.„ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდე...

  • 13:25

    მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინა...