1 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელის განხილვაზე საპელაციო სასამართლომ უარი თქვა. მან ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც TBC-ის დამფუძნებლებს 700 ათას ლარიან გირაო და ქვეყნიდან შეუთანხმებლად გასვლა აეკრძალათ.

„ეს ეტაპი აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მორჩა და ძალაში დარჩა გირაო. ჩვენ იძულებულები ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, კანონიერია თუ უკანონოდ მიგვაჩნია. გადავდივართ ახლა სხვა ეტაპზე. ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ამბობს, რომ არა თუ ფულის გათეთრებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი არანაირ დანაშაულს. რომ არ დარჩეს ისეთი კითხვა, რომ რაღაც იყო მაგრამ ხანდაზმულია ამიტომ ფულის გათეთრება არა მაგრამ რაღაცა არის. აქ არაფერი არ არის და ამ მტკიცებულებას აუცილებლად იხილავს სასამართლო,“-განაცხადა ზვიად კორძაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები