0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი "რუსთავი 2-ის", რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე - ხალვაში

ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები არ დათანხმდნენ. სამაუწყებლო კომპანიის მფლობელმა დვალს და აქიმიძეს "რუსთავი 2-ის" 40 პროცენტი შეთავაზა. თუმცა, დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შეთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება.

„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი „რუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე. მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი ვერ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია, მოვიფიქრებ. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რუსთავი 2-ში" საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები