1 4 : 2 5
 | 

პოლიტიკა

"ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ ივანიშვილს და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა"

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

"როგორი ქვეყანა გვინდა ?

დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცული, თავისუფალი ადამიანების ერთობით შექმნილი, განვითარებული, მდიდარი, განსაკუთრებული, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფო.

დიახ, ჩვენ გვინდა თავისუფლება, განვითარება, კეთილდღეობა.

ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ბოლო 30 წელია, ამ მიზნისკენ სვლაში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასვა ზომის ნაბიჯები გადავდგით წინ.

ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ მან ყველაფერი გააკეთა (ქალაქები, გზები, საავადმყოფოები, პატრული, ელექტორნერგია, წყალომარაგება, პენსია, ჯარი, განათლების რეფორმა და სხვა უამრავი) ქვეყანაში იმისთვის, რომ ადამიანების მთავარ მოთხოვნად ჩამოყალიბებულიყო სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს პრობლემა და არა დანარჩენი.

სამართლიანი სასამართლოს, რომლის არსებობის გამოცდილებაც არც 90-იან წლებში გვქონდა და არც საბჭოთა თუ მეფის რუსეთის დროს.

ფაქტია, რომ ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების დროს, ისევე როგორც მანამდე, მთელს ჩვენს ისტორიულ წარსულში, იყო სამართლიანი სასამართლოს არსებობის პრობლემა და ამ პრობლემის შინაარსია გასასიგრძეგანებელი ( რომელიც ვერ გაითავისა ქართულმა ოცნებამ და დღესაც გრძელდება კლანისთვის მართლმსაჯულების ჩაბარება) და არა პრობლემის ნამდვილ თუ ფეიქ, მოგონილი სიმბოლიკების წინააღმდეგ ბრძოლა.

ვარდების რევოლუციის მთავრობის ასევე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ხელისუფლების მშვიდობაინად, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი და კვლავ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მონაწილებით შეიცვლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით.

დღეს ჩვენ უკვე ყველა ვხედავთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სავალუტო კრიზისს.

დიახ, მიუხედავად ქართული ოცნების მთავრობის, ბევრ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედებების და ბევრ შემთხვევაში კატასტროფული წარუმატებლობისა, ვხედავთ რომ ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების იოლად დათმობას და გადავიდა ღია პოლიტიკურ რეპრესიებზე.

ხელისუფლების ცვლილების წინა პერიოდში ( ეგრეა, ჩვენ დღეს სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ), ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის მიუღებელია თავდასხმები ანტისამთავრობო პროტესტის იმ მონაწილეებზე, რომლებსაც თუნდაც მე, ან ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონს ან/და საერთოდაც ბევრ რამეში არ გვეთახნმება.

საერთო ჯამში ამ სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პოზიციების და ინტერესების მქონე ადამიანების პროტესტი სამართლიანია და პროცესები, რომელიც დაჩქარდა 20 ივნისის ღამის შემდეგ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე - ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე.

ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა შეგვიძლია ქვეყნისთვის, დიახ, ჩვენ შევებრძოლებით და დავამარცხებთ პრობლემის არსს და არა ფეიქ სიმბოლიკებს.

ვაღიაროთ, მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების გამო, საკუთარი ინტერესების ხარჯზე ქვეყნის და ადამიანების უფლებების და ინტერესების ფეხქვეშ გათელვის გამო ივანიშვილი ქართველმა ხალხმა მოიძულა.

ახლა ჯერი ჩვენზეა, უნდა ვაჩვენოთ სიმტკიცე, სამოქალაქო ერთობა.

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა რომ სწორედ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია, ამას არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ასობით ათასი მხარდამჭერი, არამედ საზოგადოების დანარჩენი ნაწილიც აღიარებს.

ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ ივანიშვილს და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სამართლიანობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუშაობს რეფორმების პაკეტზე, რომელიც გვექნება გასაკეთებელი პროპორციული არჩევნების შემდეგ, იმისთვის რომ წლების გასვლასთან ერთად უფრო ნაკლები განსხვავება იგრძნობოდეს ჩვენსა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის.

მოკლედ, ჩვენ მართლები ვართ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - წერს მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:37

    კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძ...

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.მისი თქმით...

  • 12:57

    "ჩემი სურვილია, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ერთი...

    დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ...

  • 12:56

    15 სახელმწიფო, მათ შორის აშშ, კანადა და ევროპული ქ...

    15 სახელმწიფო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ევროპული ქვეყნები აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.ამერიკის შეერთებული შტატე...

  • 11:41

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე...

    რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა.პრეზიდენტობის...

  • 15:55

    მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.აღსანიშნავია, რომ ბელარუს...

  • 15:13

    სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გული იწვის ამაზონ...

    საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.„ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდე...

  • 13:25

    მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინა...