1 7 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"როდესაც ხელისუფლების ყველა შტოს მდგრადობა ერთი კაცის ნერვებზეა დამოკიდებული, იმ ხელისუფლების დრო დათვლილია"

"როდესაც ხელისუფლების ყველა შტოს მდგრადობა ერთი კაცის ნერვებზეა დამოკიდებული, იმ ხელისუფლების დრო დათვლილია" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:


"როდესაც ხელისუფლების ყველა შტოს მდგრადობა ერთი კაცის ნერვებზეა დამოკიდებული, იმ ხელისუფლების დრო დათვლილია.

გუშინ, ყველამ ერთად ვნახეთ როგორ უღალატა ნერვებმა ივანიშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა 20-21 ივნისის საქმეზე, მაშინ როცა თვეზე მეტია გასული გავრილოვის ღამის შემდეგ.

აქამდე მისი დაკავება არ გადაწყვიტა.

ეს ივანიშვილმა გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა ხმაურიანი განცხადებები აკეთა და სასამართლოს მიმართა ხალვაშის/ანუ ივანიშვილის რ2 წილის დაყადაღების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, ამ დაპატიმრებას წინ უძღოდა, მისი დაცვის წევრის დაპატიმრება, როგორც გაფრთხილება.

როგორც ჩანს ეს დაკავება წარმოადგენს აღიარებას, რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია.

20 ივნისს დაღვრილი სისხლის შემდეგ ივანიშვილმა იძულებით გამოიმეტა პროპორციული არჩევნები, მაგრამ რეალურად არჩევნებამდე მივყვავართ თავისუფალი არჩევანის გარეშე.

იჭერს/ზღუდავს ლიდერებს, ანტისაოკუპაციო და ანტიოლიგარქიულ მოძრაობებში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს რაც უნდა განხილულ იყოს, როგორც მთლიანად ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელქტორატის დევნა.

სწორედ ამიტომ, დღეს როგორც არასდროს, რეპრესიების პირისპირ საჭიროა ამ სპექტრის, ამ ელექტორატის ერთიანობა, ყოველგვარი "მაგრამ"-ების და დათქმების გარეშე."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები