0 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა" - კალაძე

ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ გორში მას კალაძის დავალებით ესროლეს.

კახა კალაძემ კითხვას ასე უპასუხა: „რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,“ – განაცხადა კალაძემ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები