1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია გადაწყვეტს, როდის აღსრულდება შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება - წულუკიანი

ახალი მესაკუთრე გადაწყვეტს, როდის შევა ძალაში აღსრულება - აცხადებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სეფასებისას. 

მისი თქმით, მხარეებს შეუძლიათ დიდ პალატაში გაასაჩივრონ მხოლოდ საქმის არსებითი ნაწილი.,რომელზეც სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება 6 ხმით ერთის წინააღმდეგ არის მიღებული.

"გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ის დღეიდან არის ძალაში. ჩვენ მხარეები, თუკი რამეს გავასაჩივრებთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. სხვა აქ სადაო არაფერი ჩანს.

"მხარე ასაჩივრებს ამისთვის აქვს ექვსი თვის ვადა, თუმცა დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის, შუაში არსებობს ფილტრაციის კოლეგია, რომელიც  ან დაუშვებს საქმეს განსახილველად, დიდ პალატაში ან არ დაუშვებს, გახსოვთ რომ ასე გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

"სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს, ეს მთლიანად არის დამოკიდებული იმ მესაკუთრეზე ტელეკომპანიისა, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია, ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლო ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება არ დარღვეულა. უკვე ახალ მესაკუთრეს, ვინაიდან შეჩერება მოხსნილია, აქვს გადაწყვეტილების თავისუფლება, რომელსაც ალბათ თავად გვეტყვის როგორია ის,"-განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები