1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - კობახიძე გადაეფარა გუნდს, ასეთია გახარიაც, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია

"კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, ის გადაეფარა გუნდს" - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, რუსი დეპუტატის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანა პროტოკოლის შეცდომა იყო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს დანაშაული არ ჩაუდენია. 

მისი თქმით, კობახიძე გუნდს გადაეფარა და ასეთივეა შს მინისტრი. ივანიშვილის განცხადებით, 20 ივნისს პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური იყო და გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა არ უნდა დატოვოს. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მისი გადადგომა "ნაციონალურ მოძრაობას" სურს. 

"კობახიძეს არავითარი დანაშული არ ჩაუდენია. კობახიძე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის, რა თქმა უნდა შეცდომა იყო, როდსაც ის ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა, მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა აბსოლუტურად ობიექტური აღეშატება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი. ასეთია გახარიაც, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია. გახარია თანამდებობაზე არ იომებს, გახარიას გადადგომა დღეს, რაც სურს ნაციონალურ მოძრაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდნენ. მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები