1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“რუსთავი 2”-ს ნაჯახით კი არ უნდა ებრძოდე, არამედ კონკურენციით და გემოვნებით! - "უცნობი"

“რუსთავი 2”-ს ნაჯახით კი არ უნდა ებრძოდე, არამედ კონკურენციით და გემოვნებით! - ეს განცხადება, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, ტვ "პირველის" ეთერში გააკეთა. 

“მე ვარ ადამიანი, რომლის ნააზრევიც არცერთ მხარეს გულზე არ ეხატება, არც იქით და არც აქეთ. ეს ჩანს, ვერ მივაღიწე ჩემი სათქმელის რაღაც… თუნდაც “მაესტროს” მაგალითი რომ ავიღოთ და მთელი მიმდინარე მოვლენები, რაც “მაესტროს” გარშემო ხდებოდა. მე ხალხს შევპირდი მაშინ, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი, რომ ისეთ არხს გავაკეთებდი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო იქნებოდა. მაგრამ, არ შესრულდა ის პირობები, რასაც მე შემპირდნენ.

ზუსტად რუხაძეს მივმართავ ახლა აქედან, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, რომ “მაესტრო” იქნებოდა ჩემს მართვაში და ისეთ არხს გავაკეთებდი, როგორიც საზოგადოებას სჭირდება. ვერ მივაღწიე ამას, მაგრამ მაინც მივაღწევ. მე იმიტომ დავდექი იქ, რომ ვფიქრობდი, რომ რეკლამა არ უნდა წასულიყო “რუსთავი 2”-ზე.

განვიცდი იმას, რომ “მაესტრო” გაყინული არხია, იმასთან შედარებით რაც უნდა ყოფილიყო დაკონსერვებულია. აბსოლუტურად სულ სხვა ფორმატის გაკეთებას ვაპირებდით მანდ. არ შეიძლება “რუსთავი 2”-ს ებრძოდე, უნდა ებრძოლო კონკურენციით და გემოვნებით, მაგრამ არ უნდა ებრძოლო ნაჯახით და ცულით. რაც იყო მოლაპარაკებაში, იმაზე გადამაგდეს. მე არ მინდოდა, რომ “მაესტრო” საშუალო ან საშუალოზე დაბალი არხი ყოფილიყო, მქონდა პრეტენზია, რომ ქვეყნის #1 არხი უნდა ყოფილიყო, ამისთვის ისევ ვიბრძოლებ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები