1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენ ჩამოვდივართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ერის დიდი ნაწილის ნება-სურვილი -ადა მარშანიას თავის მართლება მოსკოვში

ჩამოტვირთვა

ჩვენ აქ ჩვენი ერის სახელით ჩამოვედით - ამის შესახებ განცხადება ადა მარშანიამ მოსკოვში გააკეთა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში ვიწრო პარტიული ვიზიტით იმყოფებიან, თუმცა რუსული მედია ამ პროცესს აშუქებს, როგორც ორ ქვეყნას შორის საპარლამენტო დიალოგის ფორმატის შეხვედრას.

ადა მარშანიას განცხადებით, ის ქართველი ერის ნებას აჟღერებს, რომლის სურვილია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

„ჩვენ ჩამოვდივართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ერის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ნება-სურვილი და დაკვეთა. ის ჩვენგან მოითხოვს, რომ ყველანაირად ვეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს შორის მოხდა,“-განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიასთან ერთად რუსეთში შეხვედრებს მართავს გიორგი ლომიაც, რომელმაც გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენების გამო, ოფიციალურ მოსკოვთან თავის მართლების რეჟიმში ისაუბრა და 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები