2 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კრემლში პანიკაა - პუტინზე მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას ელოდებიან

პუტინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე შესაძლოა სკანდალური და კორუფციული ხასიათის დოკუმენტები გასაჯაროვდეს. 

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსულმა "რია ნოვოსტიმ" გამოაქვეყნა ცნობა, თითქოს დასავლეთი პუტინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისათვის ემზადება.

"ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად ემზადებიან" - წერს "რია ნოვოსტი“.

სინამდვილეში კი, რუსულ კონიუნქტურას დაქვემდებარებული სააგენტო ამით ცდილობს წინასწარ შექმნას აზრი იმასთან დაკავშირებით რომ თუ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა პუტინსა და მის ჩინოვნიკებზე მასალებს გაასაჯაროვებს, დოკუმენტები ყალბი იქნება. 

კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს მკითხველი წინასწარ დააჯეროს იმ ინფორმაციის სიყალბეში, რომელიც ჯერ გავრცელებულიც კი არ არის. 

"დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის არის საჭირო, რომ დასავლეთმა  ანტირუსული სანქციები გაამართლოს", - წერს "რია ნოვოსტი".

"რია ნოვოსტის“ ცნობით, ამჟამად ანტირუსული კამპანია აქტიურ ფაზაში იმყოფება და ეს დასავლეთის დაზვერვის სამსახურის მიერ არის ორგანიზებული. 

სააგენტო ამტკიცებს, რომ ზოგადად, ეს კამპანია იმეორებს ე.წ. „პანამაგეიტის“ სცენარს (სკანდალი, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთის მედია საშუალებებში პუბლიკაციასთან 2015 წელს) რაც გულისხმობს იმას, რომ ყალიბდება დასავლეთისთვის სასარგებლო ინფორმაცია ხელოვნურად, რომელიც შემდეგ ვრცელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში, მათ შორის იმ მედიაში, რომელიც ამერიკელი ფინანსისტების - ჯორჯ სოროსისა და უილიამ ბრადერის მიერ არის კონტროლირებადი და დაფინანსებული. 

რია ნოვოსტის მტკიცებით, "ასეთ მედიასაშუალებებში "რადიო თავისუფლება" (რუსული) და "რეალური დრო" სახელდება". 

დიდი ალბათობით, "რია ნოვოსტის" პანიკა ეფუძნება კრემლის მოლოდინს, დასავლეთის მიერ პუტინსა და რუს კორუმპირებულ მაღალჩინოსნებზე კორუფციული ხასიათის მასალების გამოქვეყნების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა, რუსულ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები