1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ადა მარშანია: მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მიემგზავრება. პარტიის  წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოსკოვში პარტიული მივლინებით მიდიან. „პატრიოტთა ალიანსი“ თავის დეპუტატებს მოსკოვში პარტიიდან უშვებს. ორი შეხვედრაა დაგეგმილია. შეიძლება, ადგილზე შეხვედრები კიდევ დაიგეგმოს, ჯერ ორდღიანი ვიზიტია“, – აცხადებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გია ლომია. ლომია აღნიშნავს, რომ რუსეთში პარტიული ხარჯებით მიდიან და ეს არ არის ოფიციალური მივლინება პარლამენტიდან.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია, რა მარშრუტით მიდიან მოსკოვში, ლომია პასუხობს, რომ საქართველოსთან ფრენის შეწყვეტა იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვში თვითმფრინავი ვერ ჩავა ერევნის, ან თურქეთის გავლით. კითხვას „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ადა მარშანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით“. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები