1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ რ2ს გადაიბარებს ქიბარი.18 ივლისს ვიკრიბებით რ2-ის ეზოში, მოიყვანეთ ოჯახის წევრებიც”

"18 ივლისს ვიკრიბებით რ2-ის ეზოში, მოიყვანეთ ოჯახის წევრებიც”-ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ რ2ს გადაიბარებს ქიბარი. ტყუილით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ რ2ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო. 

 ტყუილია! რ2 დარჩება იმ სტატუსკვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმებს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ!  

18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით რ2ის ეზოში (სანდრო ეულის 5ა), დღის 12საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები