0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ რომ შეგეშინდათ - მელია შს მინისტრს და ივანიშვილს მიმართავს

ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უპირველესია - ასე პასუხობს ნიკა მელია სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრს. ენმ-ს ლიდერი წერს, რომ გახარიას და ივანიშვილს მოუწევთ სამართლიან სასამართლოს პირობებში კითხვებს პასუხის გაცემა და ეს დრო მალე დადგება. 

“ადამიანებს ესროდნენ დამიზნებით, სახეში, ესროდნენ ხელებაწეულ, მომღიმარ ადამიანებს. არასდროს, არასდროს, არავის შერჩენია და არავინ დარჩენილა დაუსჯელი ქართველ ხალხზე ძალადობისთვის. წარმოუდგენლად ცოტა დრო დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც ივანიშვილს და გახარიას სამართლიანი სასამართლოს პირობებში,  მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. თქვენ დგეხართ ავტობუსების არასწორ მხარეს, ისტორია თქვენ ქმედებებს შეაფასებს: „ქართველი ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან - თვალის დათხრამდე“ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა და მათ შორის მეც, ვდგევართ სამართლიანობის მხარეს, ისტორიის იმ მხარეს, რომელიც ასეც შეფასდება „ ელექტრონული ბორკილების დადებიდან - თავისუფლებამდე“ თქვენ დაარბიეთ და თვალები დათხარეთ ადამიანებს იმიტომ რომ შეგეშინდათ, შეგეშინდათ იმიტომ რომ არ გწამდათ საკუთარი სიმართლის,”- წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი გახარიამ ფარსი უწოდა 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას ადვოკატის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც დეპუტატი არეულობის ნაცვლად მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება სასამართლოში ამ ჩანაწერს სხვა კადრებს დაუპირისპირებს. გახარიას თქმით, იმ დროს როდესაც დეპუტატია შეკრებილ ხალხს მიმართავდა, პარალელურად აქციის მონაწილეები შტურმს ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები