2 1 : 0 5
 | 

პოლიტიკა

დონალდ ტუსკი - მინდა, მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო პოზიტიური მოვლენა, თვით რუსეთისთვისაც კი

მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი, დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკმა, ბათუმში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ასევე აღინიშნება ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავი, რამაც დიდი შედეგი მოიტანა.

„დიდი პატივია მონაწილეობას ვიღებდე ამ კონფერენციაზე. არაჩვეულებრივ ქალაქ ბათუმში, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ევროპის ისტორიაშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები აღინიშნება. 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მე-15 წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისთვის პოლონეთისთვის. ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც დაიწყო დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები შემოდგომაზე იმ წელს და ა.შ. გახსოვთ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო ამ ეპოქის უდიდესი შეცდომა. მე მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი, დანგრევა იყო დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოს, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი. ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, ვიმსჯელოთ, თუ რა გზა გავიარეთ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა“, – განაცხადა ტუსკმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები