0 5 : 5 6
 | 

პოლიტიკა

რუსეთის დუმის ფრაქცია დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით

რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, კვლავინდებურად, რუსოფობიული განწყობებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. ვხედავთ, ზოგიერთი გამძვინვარებული ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს და ახევენ „გეორგიევსკის ლენტებს“. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის შემოტანისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ“ , - განაცხადა დეპუტატმა.

ნევეროვის აზრით, ეს ზომები საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ხდება, მიეცეს ადეკვატური შეფასება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები