0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

როგორც ადამიანი და როგორც კაცი არ იქნება სწორი, რომ დავრჩე თანამდობებაზე - ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად დაადასტურა.

"მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას... ამავდროულად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი, დარჩეს თანამდებობაზე... მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი," - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დუმის დეპუტატები, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, ოკუპაციის კანონს არ აღიარებს.

"საქართველომ გუშინ შუადღემდე გაიმარჯვა, დაანახა, რა მსოფლიოს ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით," - ამბობს ქუცნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები