0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რიგი ქართველი დეპუტატებისგან ბოდიში მივიღეთ"- გავრილოვი

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ რომ მან პარლამენტის რიგი წევრებისგან ბოდიში მიიღო.

"ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ პარლამენტი დაგვეტოვებინა და სასტუმროში გადავსულიყავით, სადაც სხდომა დავასრულეთ. ასამბლეამ მიიღო კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სესიას, რადგანაც არ არსებობდა ასამბლეის მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ მივიღეთ ბოდიში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რიგი წევრებისგან მოვისმინეთ,"- განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა.

"აუცილებელია ქართველმა სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ ამ ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მათ შორის, ქართული პარლამენტის იმ დეპუტატებისაც, რომლებიც ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით. ტრიბუნებიდან აცხადებდნენ, რომ ჩვენ გვკლავდნენ და გააგრძელებენ კიდეც მოკვლას," - ამბობს გავრილოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები