1 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - რიგ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კიდეც

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სიძულვილის ენის რეგულირების ჩარჩოში მოქცევა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია და რიგ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კიდეც.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. 

„ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას და კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები