2 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახეთში 40 წლის კაცი დააკავეს, რომელიც 16 წლის გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებულია - დადგინდა, რომ ის ახალდაბადებული ბავშვის მამაა

პოლიციამ 40 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კონდოლში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი

არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები