1 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სასამართლო და ზოგადად დემოკრატია არ არსებობს... ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას" - ლუკა კალანდია

ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს - განცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ.  მიხეილ კალანდიას სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა. 

კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ და ბრალდებულის ახლობლებმა, პროცესის დასრულების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში სიმბოლურად მტრედები გაუშვეს. 

„სასამართლო არ არის ჩვენს ქვეყანაში როცა უდანაშაულო ბიჭს იჭერენ და თუნდაც წინასწარ პატიმრობაში უშვებენ. აქ სამართალი, სასამართლო და ზოგადად დემოკრატია, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით არ არსებობს. ვიბრძოლებთ, დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას და ამას ყველა დაინახავს. მტრედები გავაფრინე თავისუფლების ნიშნად და ყველაფერს ისეთ ადგილზე დავაყენებთ როგორც საჭიროა“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.


  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები