1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"დავნიშნე ჩემი ცოლის ძმა, აბა შენსას ხომ არ დავნიშნავდი?" - ქობულეთის მერიაში სავარაუდო ნეპოტიზმი

ჩამოტვირთვა

"ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და თანამშრომლებს ხელფასს სამსახურში მისვლის გარეშე უხდიან - ინფორმაცია „ტვ 25“-მა გუშინ, 4 ივნისს გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია, ორგანიზაციაში დასაქმებულმა მიაწოდა.

ამ დოკუმენტების მიხედვით, ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ძმამ, ირაკლი რომანაძემ  "ქობულეთის სანდასუფთავებაში" მეეზოვედ მუშაობა ​​ერთი წლის წინ დაიწყო. თუმცა, ის სამსახურში, თანამშრომლების ინფორმაციით არ დადიოდა.

ის, რომ მეეზოვედ არასოდეს უმუშავია თავად ირაკლი რომანაძეც ადასტურებს, ტვ-25 ინტერვიუში აცხადებს, რომ არ ახსოვს რა პოზიციაზე დანიშნული და ამტკიცებს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შვებულებაში  იმყოფება.   

კიდევ ორი ადამიანი, რომელიც მედიასაშუალების ინფორმაციით სამსახურში არ ცხადდება, თუმცა ხელფასს იღებენ, "ქობულეთის სანდასუფთავების"  უფროსის ძმა და ცოლის ძმა არიან. საშუალო, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 750 ლარია. 

სულიკო ბლადაძეს უკვირს კითხვები, რომელიც ნეპოტიზმს უკავშირდება და მედიასაშუალებას პირდაპირ ეუბნება, რომ მისი ძმა და ცოლის ძმა დაასაქმა, რადგან თავისუფალი ადგილები იპოვა:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები