1 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - მეტრო 1 საათით ადრე, ღამის 11 საათზე დაამთავრებს მუშაობას

ჩამოტვირთვა

მეტროში მომხდარი კიდევ ერთი შეფერხების შესახებ საუბრით გაიხსნა თბილისის მთავრობის სხდომა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტის რეაბილიტაცია პირველი ივლისიდან დაიწყება. კახა კალაძის განცხადებით, მეტროს მუშაობის დრო ერთი საათით შემცირდება. მისი თქმით, მეტროს მუშაობა დილის 06:00 საათზე დაიწყება და ღამის 11:00 საათზე დასრულდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი მეტროსადგურებში ელექტროგაყვანილობის კუთხით. მისი თქმით, აზიის განვითარების ფონდის მიერ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

„მეტრო ჩვეულებრივად დილის 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე, ღამის 11:00 საათზე დაამთავრებს მუშაობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ის სამუშაოები, რომელიც არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის უსაფრთხოება, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურში ცოტა ხნის წინ შეფერხება იყო   - "სადგურის მოედანზე" მყოფი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მეტრო თითქმის, ნახევარი საათი მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები