0 8 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში - პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიიმყოფება. ​ექსკლუზიური კადრები "კურიერმა" გადაიღო.

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საიდუმლოდ ჩავიდა. იქ ასევე იმყოფება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე. 

„კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადასაღებად და მის ჩასაწერად მივიდა. თუმცა კორტეჟის გადაღების დროს აღმოჩნდა, რომ ის არა ზელენსკის, არამედ საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა.

არის თუ არა ზელენსკის და ბახტაძის შეხვედრა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილონ უცნობია. ნატალია საბანაძე ამტკიცებს, რომ მამუკა ბახტაძე აღნიშნულ სასტუმროში შემთხვევით მოხვდა ზელენსკისთან ერთად და პრემიერს წინასწარი დაგეგმილი შეხვედრა არ აქვს.

„პრემიერი ჩამოვიდა, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ის მოწვეულია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. სასტუმროში არ იქნება მიღება, მიღება იქნება თავის ადგილას. არ არის ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი. 4 ივნისია დრეს, ამერიკის ელჩი აწყობს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას როგორც წესი იმართება 4 ივლისს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, მათშორის იყო მამუკა ბახტაძეცრომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთას. იმიტომ რომ როგორც იცით მიემგზავრება მერე ამერიკაში. ამიტომ ბრიუსელით ვიწყებთ,“-განაცხადა ნატალია საბანაძემ.

წყარო: http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები