2 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსთავის მერის სახლიდან ტრაქტორი და ღვინო მოიპარეს

რუსთავის მერის სააგარაკო სახლი გაქურდეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, სახლიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, ღვინო და სხვა საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები.

მოსახლეობის ცნობით, ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ შეიტყვეს, თუმცა უცნობია, თავად ქურდობის ფაქტი როდის მოხდა. რუსთავის მერი და მისი ოჯახი თორტიზაში მდებარე სახლში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.

ადგილობრივების ცნობითვე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა მათი ინფორმაციით, გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები