1 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის უფლება" - მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში გრძელდება

შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.
ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანიისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაელოდება.

ისინი ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს ამ წუთებში ადგილზე ეცნობა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია მაღაროელებს ხვდება.

„ჩვენ თხუთმეტივემ თავი გადავდეთ სასიკვდილოდ, სანამ შედეგს არ დავდებთ. ასეც გავაკეთებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შედეგი აუცილებლად იქნება. ამოვიდა ყელში ეს ამბები, მოგვშორდნენ, თავი დაგვანებონ, წავიდნენ,“ - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას ითხოვენ დამსაქმებლისგან. მათივე თქმით, "ჯორჯიან მანგანეზის" არცერთი წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ არ გამოსულა.

„უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა, რომ მას არ აქვს ყველაფრის უფლება. უნდა შეიგნოს, რომ ეს ქალაქი ცხოვრობდა და იცხოვრებს ბედნიერად და ძლიერად, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლებები კონსტიტუციით გარანტირებული და ამ უფლებებს ვიცავთ ჩვენ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

„ჭიათურ მანგანუმი“ მზად არის ხელფასის 25 პროცენტის მომატებისთვის, თუმცა გაფიცულებისთვის ეს წინადადება მიუღებელია.

"უახლოეს მომავალში აქ აღარ იქნება სატვირთო მანქანები, იქნება მხოლოდ რკინიგზით გადაზიდვა. ხელფასების ზრდაზე ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადებები. ახლა საჭიროა, ცოტა გაციება გონების და დაჯდომა და ყველა საკითხზე მოლაპარაკება,“ - განაცხადა კომპანიის სპეციალურმა მმართველმა, ნიკა ჩიქოვანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები