2 0 : 4 1
 | 

პოლიტიკა

ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუა მიიღო.

შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის სამუშაო კაბინეტში შედგა.

მინისტრთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს დაჩი გულუას დედა, ნათია ანასტასიადი ავრცელებს.

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია“, – წერს ნათია ანასტასიადი „ფეისბუქზე“.

ცხრა წლის დაჩი გულუამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანა სთხოვა.

დაჩი გულუამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა:

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ დაჩი გულუას წერილს უპასუხა და შეხვედრაზე მიიწვია.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები