0 0 : 4 5
 | 

პოლიტიკა

ზუგდიდში გეგა შენგელია ლიდერობს - ცესკომ არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge საუბნო შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად იტვირთება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს. ცესკოს სპეციალურ ვებ გვერდზე ამ დროისთვის 26 უბნის შემაჯამებელი ოქმია გამოქვეყნებული. აქედან 21 უბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია იგებს, ხოლო 5 უბანში „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები