0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 25% ხმას "ქართულ ოცნებას", 18% კი ენმ-ს მისცემდა - "იპსოსი"-ს კვლევა

კომპანია “იპსოსი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, "ქართულ ოცნებას" მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო "ევროპული საქართველოს" - 7%.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს ერთნაირი შედეგებით ინაწილებენ “პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” , ორივეს 3%  აქვს.

გამოკითხულთა 1% მისცემდა ხმას “თავისუფალი საქართველოს”. “რესპუბლიკური პარტია” ამ შემთხვევაში არავის დაუსახელებია.

როგორც ყველა სხვა კვლევაში, ამჯერადაც მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან და ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ მოიქცევიან ისინი არჩევნების დღეს.

გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. თითქმის ამდენივე, 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები