1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რამდენჯერმე მიწოდეს უცხო სხეული" - გიორგი ქობულია მმართველ გუნდზე

"რამდენჯერმე მართლა მიწოდეს, რომ უცხო სხეული ხარო შენო" - ეს განცხადება, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში გააკეთა. 

ქობულია იმ გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მას თანამდებობაზე ყოფნის დროს, მთავრობის წევრები  "უცხო სხეულს" უწოდებდნენ. 

„თქვენ თქვენი აზრებით, ბრძანდებოდით უცხო ნაწილიო და მე ამ დისკუსიებში, რამდენჯერმე მართლა მიწოდეს, რომ უცხო სხეული ხარო, შენო, არა ერთმა“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

კითხვაზე, კონკრეტულად ვინ უწოდა მას უცხო სხეული, ქობულიამ აღნიშნა, რომ არაერთმა.

„თქვენ რასაც ლაპარაკობთ, დიდი განსხვავებები, გულწრფელად რომ გითხრათ, მთავრობის ხედვებთან, რა ხედვებიც აქვს მთავრობას, ალალად რომ გითხრათ, დავინახე. უცხო სხეული რატომ აღმოჩნდით, ეგ არის საინტერესო - ამ შეკითხვით, პარლამენტში, ბექა ოდიშარიამ გიორგი ქობულიას მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები