0 2 : 5 6
 | 

პოლიტიკა

ოპოზიცია ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციის გამართვას გეგმავს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გაცემული სიებისა და ბეჭდების ნაწილი მათი მოთხოვნით უკან მოაბრუნეს.
"ქართულმა ოცნებამ" საოლქო საარჩევნო კომისია გადააქცია თავის პირად ოფისად. ამის მომსწრენი ჩვენ ყველანი გავხდით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სიების და ბეჭდების უმრავლესობა მოვაბრუნებინეთ და ეს პროცესი გრძელდება და მას ადგილზე ჩვენი წარმომადგენლები დასწრებიან", - აცხადებს ნაყოფია.

მისივე ინფორმაციით, 15 მაისს, 12 საათისთვის საარჩევნო კომისიის შენობასთან თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს, რომ სამაგიდო სიებისა და სხვა ინვენტარის გაცემა არჩევნებიდან ოთხი დღით ადრე კანონდარღვევა არ არის. მისი თქმით, სამაგიდო სიები არ გაიცემა დალუქულ მდგომარეობაში, ხოლო ბეჭდები კომისიების თავმჯდომარეებს დალუქულ მდგომარეობაში ჩაბარდა.
"ვინაიდან არჩევნები რიგგარეშეა და 107 უბანზე ტარდება, სიები ეტაპობრივად გაიცემა. როგორც კი ვიღებთ ცეესკოდან, გავცემთ საუბნო საარჩევნო კომისიებზე. ამ ეტაპზე გაცემულ იქნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდე ვერსიები, დაახლოებით 65 უბნის სია იყო ადგილზე. როგორც კი პრობლემა გაჩნდა, ჩვენ დამკვირვებლებთან, წარმომადგენლებთან, ოლქის წევრებთან შეთანხმებით შევწყვიტეთ ამ სიების გადაცემა, გამჭვირვალობის და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე უკან მობრუნდა. ამჟამად სხდომათა დარბაზში ამ სიების დათვალიერება-გადათვლა მიმდინარეობს. სია, როგორც ასეთი, დალუქულ მდგომარეობაში არ გადაეცემა, ამომრჩევლის ბარათებთან ერთად, პოლიეთილენის პარკებით ჩვეულებრივ გაიცემა. დალუქულია რეგისტრატურის ბეჭდები, უბნის ბეჭედი და შესაბამისი მიღება ჩაბარების-აქტი, ყველა რეგისტრატურის ბეჭდის კოდი არის ფიქსირებული, ასევე ბიულეტენის ბლოკნოტები. სპეციალური კონვერტები, სამართლებრივი ინდივიდუალური ნომრის მქონე აქტები გაიცემა კანონმდებლობით არაუგვიანეს 12 საათისა. ჩვენ მოვითხოვეთ ამომრჩეველთა სიის სამაგიდე ვერსიების დაბრუნება და ამ სიებს გავცემთ ამ სამართლებრივ აქტებთან, ბივლეტენების ბლოკნოტებთან და სპეციალურ კონვერტებთან ერთად. დაცვის პოლიციის თანხლებით წავალთ მიღება-ჩაბარების აქტებით, ჩავაბარებთ. დილას, ეს დოკუმენტი და ინვენტარი ისევ მიღება-ჩაბარების აქტით დაცვის პოლიციისგან გადმოგვეცემა. კანონი არ დამირღვევია, კანონი არ ითვალისწინებს ამას, მაინცდამაინც 12 საათით ადრე აღწერილობა, მხოლოდ და მხოლოდ, აქვს შემაჯამებელ ოქმებს, შესწორების ოქმებს, ინდივიდუალური სამართლებრივი ნორმის მქონე აქტებს", - აცხადებს მირანდა მესხი.

სიტუაცია ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიცია სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე გაცემას აპროტესტებდა. მათი თქმით, არჩევნებიდან 4 დღით ადრე საარჩევნო ინვენტარის გაცემა კანონდარღვევაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტრო...

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებ...

  • 18:24

    ,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის...

    შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანი...

  • 11:04

    "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შ...

    სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს."პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში...

  • 16:15

    მამუკა ბახტაძე - "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტი...

  • 16:07

    მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, ...

    ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღა...

  • 16:02

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დ...

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, ჩიჩხი...

  • 15:08

    სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და ა...

    საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება."მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის,...

×