0 2 : 5 2
 | 

პოლიტიკა

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - სანდრა რულოვსს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს

ჩამოტვირთვა

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში, სადაც სხდომაზე დასასწრებად სანდრა რულოვსი მივიდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა განცხადების გაკეთება დააპირა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. სწორედ ამ ფაქტს მოყვა სხდომაზე დაპირისპირება.

სანდრა რულოვსს სურდა საკრებულოსთვის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნა შეეთავაზებინა. თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, დარბაზი დაატოვებინეს. 

სანდრა რულოვსი მასზე თავდასხმასაც გამოეხმაურა. მერობის კანდიდატის თქმით, პროვოკატორები და ე.წ. ზონდერები მისი შეხვედრების და ღონისძიებების ჩაშლას მუდმივად ცდილობენ. რულოვსი ამბობს, რომ მსგავსი ადამიანების ხელში არ უნდა იყოს ქვეყანა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×