1 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპირებს პირადად გაარკვიოს, რა მოხდა მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლისას.

„ბუნებრივია, მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

12 მაისს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევის ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა, შენელებული იყო და წყდებოდა. მაუწყებელმა მიზეზად დაასახელა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას სრული სიცრუე უწოდა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ. მისი თქმით, სამარცხვინოა მცდელობა იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას.

„ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან პრემიერი წირვაზე იდგა, ყველა ერთად ვიყავით. მას იქ არც ერთი წვეთი ღვინო არც წირვის მსვლელობის დროს და არც წირვის შემდეგ არ მიუღია“, - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები