1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო

ყოფილ პატიმართა და  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის   ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც  ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მოსაშორებელი ამიტომ ჩვენ ამ თანხად 48 ათას ლარად მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ რომ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ 2013 წლიდან 130-მდე ყოფილ პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა რომ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტატუს მოშორება ყოფილი პატიმრებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა 2012 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა.

"ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მათ უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი, განიცდიან დისკომფორტს,"-აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები