1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

100 ათასობით ლარი "ქართულ ოცნებას" - შუალედურ არჩევნებამდე, მმართველი პარტია ბიზნესმენებისგან რეკორდულ შემოსავლებს იღებს

„ქართული ოცნების“ რეკორდული შემოსავლები შუალედური არჩევნების წინ - მმართველი პარტიის ანგარიშზე ასობით ათას ლარს რიცხავენ ბიზნესმენები, კერძო პირები და თბილისის მერი, კახი კალაძე.

თბილისი მერმა საკუთრ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. კომპანიების დიდ ნაწილს კი მმართველი პარტიის ანგარიშზე ამჯერად 100-100 ათასი ლარი შეაქვთ. აუდიტის სამსახურის მასალების მიხედვით, "ქართულ-ამერიკულ სამშენებლო საწარმოს" "ოცნებისთვის" 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. ამ კომპანიამ ჯერ 99 ათას 900 ლარი გადარიცხა, ხოლო შემდეგ კი თანხა 100 ათასამდე, 100 ლარის დამატებით გადარიცხვით დაამრგვალა. 

ბიძინა ივანიშვილის იურისტს, ალა კახნიაურს 20 ათასი ლარი აქვს შეწირული "ოცნებისთვის", 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული "გაგრა პლუსს". აუდიტის სამსახურის მასალების მიხედვით, ვაჟა ციგროშვილს 50 ათასი, კომპანია "ჯეო სენდს" - 50 ათასი ლარი, "ჯეო კვარცს" - 50 ათასი ლარი, ვაჟა ლეკიშვილს - ასევე 50 ათასი, დავით კაპანაძეს - 100 ათასი ლარი აქვს შეწირული. ლაშა ბიბილურს მმართველი პარტიისთვის გადარიცხული აქვს 40 ათასი ლარი. 

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ ფიზიკურ პირს ივანე ბაქრაძეს 60 ათასი ლარი აქვს "ქართული ოცნებისთვის" შეწირული. ასევე რამდენიმე პირს კი მმართველი პარტიისთვის 6 ათას ლარამდე აქვს შეწირული, მათ შორის არიან არჩილ მამაცაშვილი, ზაზა ბერულავა, კონსტანტინე მურადაშვილი. 

„კურიერის“ ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ შემომწირველებს ესაუბრა. "გაგრა პლუსის" ხელმძღვანელი, ბორის გოგიჩაიშვილი სატელეფონო ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ 100 ათასი ლარი მმართველ პარტიას კეთილი ნების გამო შესწირა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ის დაკავებული იყო. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებთან არ მეგობრობს. 

„მე არჩევნებისთვის არ გადამირიცხავს. საერთოდ დავეხმარე „ქართულ ოცნებას.“ დღეს გადავრიცხავ, 6 თვის შემდეგ, თუ ერთი წლის შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს. წინა მთავრობის დროს დაჭერილი ვიყავი, რაც მქონდა ქონება, ყველაფერი წამართვეს, ვერ მოვითქვი სული, ახლა კარგად ვარ, გენაცვალე და ახლა გადავრიცხე,“ - განაცხადა ბორის გოგიჩაიშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ მას ღვინის ბიზნესი აქვს.

"კურიერი" "ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმოს" დირექტორსაც ესაუბრა. გიორგი რობაქიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უყვარს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, მისთვის თანხის შეწირვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები