0 3 : 4 8
 | 

პოლიტიკა

"უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა"

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა არსებულ მექანიზმს იყენებს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს,“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

„გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია გამოიკვეთა, რაც IPRM-ის შეხვედრებისთვის პრობლემების მიზანმიმართულად შექმნაში გამოიხატებოდა.

„დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან, ულტიმატუმის სახით, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მათ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ გალის შეხვედრები კვლავ შეწყვეტილია. შესაბამის უწყებებთან ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დახმარებით, 2 თვიანი პაუზის შემდეგ აღდგა შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული შეხვედრებისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობებთან,“ - განაცხადა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტრო...

    აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი დავით გარეჯის ფერდობებიდან მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან.გზის გასაყვან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე შეუჩერებ...

  • 18:24

    ,,უნდა შეიგნოს დამსაქმებელმა რომ არ აქვს ყველაფრის...

    შიმშილობის მე-8 დღე და მასშტაბური პროტესტი ჭიათურაში - ქალაქში ყველა მცირე საწარმო გაჩერებულია. გაფიცულები „ჭიათურ მანგანუმის“ შენობასთან რჩებიან.ხვალიდან მოშიმშილეებს 7 ადამიანი შეუერთდება და კომპანი...

  • 11:04

    "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შ...

    სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა შეეხოს. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს."პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში...

  • 16:15

    მამუკა ბახტაძე - "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პ...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში ჩატარდა.თავისუფალი არჩევანი არის ჩვენი პოლიტი...

  • 16:07

    მიხეილ ბატიაშვილი - გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, ...

    ალოგიკური სიტუაციაა, ერთი მხრივ, გვყავს N რაოდენობით სტუდენტი,რომელიც N რაოდენობის სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მეორე მხრივ, გვაქვს მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე და რეალურად ძალიან რთულია იპოვო მაღა...

  • 16:02

    დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დ...

    დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.მისი ცნობით, ჩიჩხი...

  • 15:08

    სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები საქართველოსა და ა...

    საქართველოს პრეზიდენტი  საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას მიესალმება."მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის,...

×